07/01/221 085 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ყაზახეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლონ

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც სამხედროებს მომიტინგეებისთვის სროლა "გაფრთხილების გარეშე" შეეძლებათ.
ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ისმის სროლის ხმაც. გავრცეებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.
ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათივე ცნობით დაღუპულია 26 დემონსტრანტი, დაშავებულია 18.
7 იანვარს დილით გამართულ "კონტრტერორისტული შტაბის სხდომაზე" ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "კონტრტერორისტული აქციები ბოევიკების სრულ განადგურებამდე უნდა გაგრძელდეს".
ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე სიტუაცია განსაკუთრებით 5 იანვარს დაიძაბა, ღამის განმავლობაში ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. 
მანამდე, დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.  დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,