10/01/22809 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აკაკი მინაშვილი - ვმუშაობთ გეგმაზე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები

ვისმენთ ყველა მოსაზრებას, ვმუშაობთ ისეთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, პოლიტიკური საბჭო დღეს, სწორედ ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” დღეს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღებს.
„პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ძალიან მწვავე საკითხია გადასაწყვეტი - ქვეყანა გამოსაყვანია რთული ვითარებიდან. ვხედავთ, რომ წინსვლის და განვითარების პერსპექტივა არ ჩანს ამ ვითარებისა და ამ ხელისუფლების პირობებში. ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მეტი ორგანიზება, მეტი თანმიმდევრული ნაბიჯები, იმისათვის, რომ ცვლილებები მოვახდინოთ, რათა ქვეყანას გაუჩნდეს წინსვლის და განვითარების შანსი. პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის და ჩატარდეს არჩევნები. ამისათვის მნიშვნელოვანია პარტიული აქტივობა, ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია.ამ დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” ვაანალიზებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც გვქონდა შარშან, მათ შორის, იმ ხარვეზებს რაც შეიძლება ყოფილიყო", - აცხადებს მინაშვილი. ამასთან, როგორც მან განმარტა, პარტიაში ცვლილებები არ იგეგმება.
„ასევე, მინდა, საზოგადოების იმ წევრებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც გუშინ ავრცელებდნენ, რომ თითქოს, ვინმე მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ - არა, არავინ მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან”, არავინ ტოვებს რაიმე სახის თანამდებობას. პირიქით, ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია, ვერთიანდებით მეტი შემართებით, მეტი ორგანიზებულობით", - აცხადებს აკაკი მინაშვილი. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად რჩება მანიფესტაციები, აქციები და პროტესტის ფორმები, რომელიც მისივე თქმით, იქნება სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA