11/01/221 034 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „სასამართლო პროცესზე“ ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა!

ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე" ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრეობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაშინება ზეწოლით, დაჭერის შანტაჟით შეუძლებელია.
„ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია! მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.
ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ, რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია! ახლაც ასე მჯერა - „ლელო“ აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!
პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!
ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“ – წერს მელია.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey