11/01/221 054 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გააუქმა და იუსტიციის სამინისტრო გაამართლა | ინსპექტორის სამსახური

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა. ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. 
საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სამართალდამრღვევად ცნო. ამ გადაწყვეტილებით, მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის სოციალური ქსელებიდან წაშლა.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს მასალების წარსადგენად და სხდომებისთვის მოსამზადებლად განესაზღვრა არაგონივრულად მცირე ვადა (მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და საქმის წარმოების მასალები არის მოცულობითი (გადაწყვეტილება 67, ხოლო საქმის მასალები - 534 გვერდია), რომელსაც ერთვის არაერთი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი), სამსახურმა მასალები განსაზღვრულ ვადაში სრული მოცულობით წარუდგინა სასამართლოს და უზრუნველყო სხდომებზე სამსახურის წარმომადგენლობა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა სამსახურის გაუქმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა",-ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. უწყება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 2022 წლის 1-ლ მარტამდე ჩაბარდება.
"იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს, რომელიც შეეხება მის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, მისი განხილვა დანიშნულია 2021 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში",-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრებზე. მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 2021წლის 8 ნოემბერს გადაიყვანეს. 
11 ნოემბერს პენიტენციურმა დაწესებულებამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით, გადაჰყავთ. ჩანს მის მიმართ, პენიტენციურის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობაც.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY