11/01/227 274 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა" - "დროა"

მოძრაობა "დროა" სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს - ამის შესახებ პარტიის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში წერია, რომ ხვალ, 12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ვინაიდან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ 
წერეთელი ივანიშვილის პირადი ანგარისწორების მსხვრეპლები გახდნენ. 
ხვალ, 12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ ცხად მაგალითს წარმოადგენს.
პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას თუ პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება.
ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება TV პირველზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა. ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია.
რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე, - წერია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI