12/01/22817 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო - დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, მათ არ დააპატიმრებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
ამასთან, ბრალდებულებს შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა გაუუქმდათ.
ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია "ლელოს" ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი "TV პირველის" ოფისში.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ