12/01/22736 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე! ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ვატო წერეთელი

"პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე!", - ასე გამოეხმაურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. 
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს პატიმრობა არ შეეფარდათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. სამი წელი რატომ გვატარეს?! პრაქტიკულად 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, რისთვის ვიარეთ სასამართლოზე? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, რაც არის, კი, შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ. რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც არც გამოძიებაა ჩატარებული, არც არაფერი, აუცილებლად გავასაჩივრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთელი სამყარო არ ცნობდა, რომ არანაირი გათეთრება არ იყო პროკურატურის გარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის", - თქვა ვატო წერეთელმა. 
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY