12/01/22870 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვანო მაჭავარიანი - თაღლითის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება

თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ფულის გათეთრების“ საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მაჭავარიანის განცხადებით, ივანიშვილის მიზანი გააჩინოს განცდა, რომ მის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს.
„ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ გათვლა არის, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც შენ ედავები მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებაში და ბანკისთვის ზარალის მიყენებაში, სადაც არც დაზარალებულია და არც ზარალია, რა თქმა უნდა, ეს არის ის პროცესი, რომელიც მართლა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ადამიანების, ანაკლიის პორტის და ზოგადად საზოგადოებრივი ავტორიტეტების წინააღმდეგ. შენ მათ საზოგადოებაში აწებებ იარლიყს, რომ თურმე ისინი არიან თაღლითები. ეს ადამიანები არც ციხეს იმსახურებენ და არც თაღლითის იარლიყს. მათი ადგილი ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარების გეგმაში მონაწილეობა იქნებოდა, რომელიც დღეს საქართველოს არ აქვს. ამიტომ, მოსამართლემაც როგორც ჩანს, ძალიან კარგად გაითავისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არის. თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის შესრულება არ გამოუვათ. ამით ხელისუფლება საკენკს უყრის „ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან ხაზარაძე - ჯაფარიძეზე რომ თურმე თაღლითები არიან და ქართული ბანკებიც თაღლითია. პოლიტიკურ პროცესებში ხაზარაძე - ჯაფარაძის ჩართვა და სასამართლოს სამწლიანი პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა მრუდ სისტემაში ვართ საქართველოში. მართლა უნდა დასრულდეს ეს პროცესი. ბიძინა ივანიშვილისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-კონკურენტების ჩამოშორებაც არის წესი. ხაზარაძისთვის თაღლითობის მიწებება, რა თქმა უნდა, პრობლემას ტოვებს იმიტომ, რომ ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, ის მეტწილად ბიზნესმენია. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები და ამით ჩვენ მეტ ინვესტიციას ვერ მივიზიდავთ. გამოდის რა, ივანიშვილის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს? ეს ხომ აბსურდია. ამ საკითხით ხაზარაძე - ჯაფარიძე უფრო მეტად გამოთავისუფლდა პოლიტიკურ საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის, თუმცა იზამენ თუ არა ამას, გამოჩნდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA