12/01/22952 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჟოზეფ ბორელი - რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში

რუსეთი ემუქრება უკრაინას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი წერს.
“რუსეთმა მიმართა შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ევროპაში უსაფრთხოების მომავლის შესახებ წინადადებებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ეს შეთავაზებები კეთდება უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზაციისა და რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების განხორციელების შესახებ ღია მუქარის ფონზე. ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც მიმდინარე კვირას ბრესტში გაიმართება.
„რუსეთის ამბიციაა, ცივი ომის შემდგომ წარმოშობილ პოლიტიკურ და უსაფრთხოების წესრიგს დაუპირისპირდეს. არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ ან რომელიმე შეთანხმების თუ ალიანსის ნაწილი იყვნენ, როგორც ამას „პარიზის ქარტია“ ითვალისწინებს. ამ ფუნდამენტურ პრინციპთან დაპირისპირებით მოსკოვი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის აზრით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. მეორე და მესამე პრინციპი არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში“, – წერს ჟოზეფ ბორელი.
მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY