12/01/22814 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომამდე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონს - თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაცმოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება თაღლითობაში

დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუშავეს და თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონ აშშ დოლარს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან და მათთან ალიანსში "ნაც. მოძრაობა" .
ოხანაშვილის თქმით, მათ პოლიტიკას შეაფარეს თავი, რათა თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.
"მაშინ როდესაც ეს ადამიანები და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, საინტერესოა, როგორ და რატომ მოხდა, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა აღებული თანხა მალევე ხაზარიძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადარიცხეს, სესხი კი რამდენიმე თვეში ჩამოეწერათ - “ეპატიათ”.
სხვათაშორის, საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!!
როდესაც ამ საქმის პოლიტიზებაზეა საუბარი, ამ საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი არიან სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში ნაც. მოძრაობა.
ამ პირებს ხალხზე ზრუნვა 2019 წლის ივლისში - გამოძიების დაწყების შემდეგ - გაახსენდათ, რათა პოლიტიკისთვის შეეფარებინათ თავი და თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.
საბოლოოდ, თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში, ერთ მხარეს არის ბიუჯეტის ფულის მისაკუთრებაში მხილებული გიგი უგულავა და მეორე მხარეს ბანკის ფულის თაღლითურად დაუფლებაში მხილებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი", - წერს ოხანაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY