14/01/22491 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

აშშ-ს სენატში დემოკრატთა უმრავლესობამ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სანქცირებას მხარი არ დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ჩააგდო კანონი, რომელიც გაზსადენის  ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ბიზნესში ჩართული კომპანიების სანქცირებას ითვალისწინებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და მისი მხარდამჭერების თქმით, კანონი ამერიკის გერმანიასთან ურთიერთობას დააზიანებდა. 
კანონპროექტი ინიცირებული იყო რესპუბლიკელი სენატორის - ტედ კრუზის მიერ. მისი თქმით, მხოლოდ დაუყოვნებლივმა სანქციების დაწესებამ შეიძლება შეცვალოს პუტინის გეგმა - უკრაინის ანექსია და ასევე, აღმოფხვრას გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სახით არსებული ეგზისტენციალური საფრთხე.
კანონპროექტს მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, მისი მიღებისთვის კი საჭირო - 60 ხმა იყო. 
12 იანვარს დემოკრატებმა ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსი ოფიციალური პირებისა და საბანკო ინსტიტუტების სანქცირებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ რუსეთი ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გადასხამს. ამასთანავე, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარებას $500 მილიონით გაზრდის. 
ჩრდილოეთის ნაკადი 2 ფუნქციონირების დაწყებისთვის გერმანიისა და ევროპის სხვა ოფიციალური პირების საბოლოო თანხმობას ელოდება. მილსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ გაივლის და გერმანიაში გაზპრომის ბუნებრივი აირის იმპორტირებას გაორმაგებს. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, რომ ეს პროექტი ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულს გახდის და ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. ჩრდილოეთის ნაკადი 2 საფრთხეს უქმნის უკრაინისა და პოლონეთის ინტერესებსაც, რადგან მილსადენი რუსეთს საშუალებას აძლევს ამ ქვეყნებში ტრანზაქციული გადასახადებზე თავის არიდებით გადაიტანოს გაზი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread