14/01/22889 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე - ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე და კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ

ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიმართ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაძაბულობას და აგრესიულ გამოვლინებას იწვევს.
„ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწოდებას აქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო პასუხოა ხალხის რეაქცია, რომელიც ნეგატიურია.
"ყველა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში აქვს მოწოდების გაკეთების უფლება და ქართველ ხალხს აქვს ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემის უფლება. ჩვენ ვხედავთ, როგორია ქართველი ხალხის პასუხი ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირსბით გაკეთებულ მოწოდებებზე. ამის ყველაზე კარგი ანალიზი არის ხალხის რეაქცია, რომელიც არის ნეგატიური,"- განახადა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY