14/01/22778 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოსკოვი ცდილობს დაითანხმოს საქართველო, გახდეს 3+3 ფორმატის წევრი - ლავროვის განცხადება

როგორ აპირებს მოსკოვი, დაითანხმოს საქართველო, გახდეს 3+3 ფორმატის წევრი - სერგეი ლავროვმა კრემლის სურვილები დღეს საერთაშორისო მედიისთვის ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
ამბობს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის კონსულტაციებს აზერბაიჯანელ, თურქ და სომეხ კოლეგებთან ერთად აწარმოებს და ელოდება, რომ ოფიციალური თბილისი ამ წინადადებას მიიღებს. 
3+3 ფორმატი პირველად პრეზიდენტმა ალიევმა ახსენა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ერდოღანმა და ჩვენ ამ ფორმატს მხარი აქტიურად დავუჭირეთ. მხარს ვუჭერდით იმას, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებიც ყოფილიყვნენ ჩართულები ამ პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ რაც მეტია ურთიერთობა, მით მეტია შანსი, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ახლა ქართველ კოლეგებთან კონტაქტი გვაქვს ჟენევის ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოს მხრიდან 2008 წლის აგრესიის შედეგები და ასევე გვაქვს არაოფიციალური ორმხრივი არხი მოსკოვსა და თბილისს შორის, რომელიც დიდი ხნის წინ შეიქმნა, თუმცა, 3+3 ფორმატი გაცილებით პერსპექტიულია, - ამბობს ლავროვი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread