16/01/221 045 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი პესკოვი - უკრაინელები ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ, ქვეყანაში უამინდობაშიც კი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ჩართული უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევებში. ფრაგმენტი CNN-ზე კრემლის წარმომადგენლთან ინტერვიუდან The Hill-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
პესკოვის თქმით, კრემლმა კიბერშეტევის შესახებ მედიიდან შეიტყო და მიაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდება.
„ჩვენ მიგვაჩნია ეს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდების გაგრძელებად. ჩვენ თითქმის შეჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ უკრაინელები რუსეთს ადანაშაულებენ ყველაფერში, თუნდაც ქვეყანაში უამინდობის გამო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინაში პროვოკაციის მომზადების ბრალდებებს სიცრუედ თვლის, სანამ აშშ-ის ხელისუფლება ამის მტკიცებულებას არ წარადგენს.
„იცით, ჩვენ ვცხოვრობთ ყალბი ბრალდებებისა თუ ყალბი ამბების, სიცრუის სამყაროში. სანამ ეს არ დადასტურდება რაღაცით, მაგრამ რაღაც ხილულით ან რაღაც ცხადით, ჩვენ განვაგრძობთ გვჯეროდეს, რომ ეს არის ყალბი ამბავი და ცრუ ბრალდებები“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მოლაპარაკებების კომენტირებისას პესკოვმა აღნიშნა, ისინი რჩებიან "სრულიად განსხვავებულ გზაზე" და ეს "შეშფოთებას იწვევს".
14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორის იყო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York