21/01/22725 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს გაასაჩივრებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარი უკანონოა.
როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, საგამოძიებო უწყების ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
"პროკურატურა არის პოლიტიზებული ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში და სრულიად უკანონოდ განუცხადეს უარი დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. ბუნებრივია, მათ შორის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ, რომელიც გამოქვეყნდა, დაადასტურა უტყუარად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. დაცვის მხარე ბუნებრივია, გაასაჩივრებს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან და შემდეგ უკვე სასამართლოში. ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ადვოკატები დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივლენ და იმ ვიდეომტკიცებულებებს გაეცნობიან, რომელიც ლონდა თოლორაიას უწყებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.
ამის შემდეგ ისინი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე ისაუბრებენ, რომლითაც პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA