რუსეთის საგარეო - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დასკვნებს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკა ექნება
რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან "დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას" ელის - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლავროვის უწყებას მედიამ კითხვა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ დაუსვა, რასაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყებამ უპასუხა, რომ აუცილებელია "რუსოფობიური კამპანიის" დასრულება და "რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრა"

"ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განმტკიცების ერთგული, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას მიიღებს." ნათქვამია ინფორმაციაშირუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 2019 წელს შეწყდა. საქართველოში, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებულ პროტესტს, ოკუპანტმა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებით უპასუხა.